უკრაინის დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
უკრაინამ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას FP-1 ტიპის მოდერნიზებული დრონებით დაარტყა - შედეგად რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
აღნიშნულ ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 700 კილომეტრში მდებარეობს, თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ეს კიევის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შორეული თავდასხმა იყო მთელი ომის განმავლობაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმას მნიშვნელოვანი წარმატება უწოდა.