კანადამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

07.07.26 21:39
კანადამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

კანადამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებ 900 მილიონი დოლარია.

ანკარაში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  "დრონების გარიგების" ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ესტონეთთან.

ასევე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერციმ განაცხადა, რომ, ნატოს სამიტზე გერმანია მოკავშირეებს მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდებს 70 მილიარდი ევროს ოდენობით როგორც 2026, ისე 2027 წელს

უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენს სრულ მხარდაჭერაში". - განაცხადა მერციმ. 

ნატოს წევრი სახელმწიფოს 32 ლიდერი, ალიანსის პარტნიორი ქვეყნების პირველი პირები ანკარაში არიან. რამდენიმე საათის წინ თურქეთის დედაქალაქში ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა. ხვალ ტრამპი ზელენსკისთან გეგმავს პირისპირ შეხვედრას. სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხიც სწორედ უკრაინის დახმარებაა