აშშ-მა ირანში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა

08.07.26 09:59
აშშ-მა ირანში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა
 

აშშ-მა ირანში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმების საპასუხოდ დაიწყო.

CENTCOM-ის ცნობით, ირანმა საერთაშორისო წყლებში სამი კომერციული გემი, რომელთა ეკიპაჟებიც სამოქალაქო პირებით იყო დაკომპლექტებული, არაპროვოცირებულად დაბომბა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აშკარა დარღვევა იყო.

Axios-ის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნეებს საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მეთვალყურეობის სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების პოზიციები, დრონების გასაშვები მოედნები და საპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

ირანული მედიის ცნობით, აფეთქებები დაფიქსირდა სამხრეთ ქალაქ სირიკში, ასევე ბენდერ-აბასსა და კეშმის კუნძულზე.

ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თეირანისთვის ადრე გაცემული გენერალური ლიცენზია გააუქმა. ახალი გარიგებები 7 ივლისიდან აიკრძალება, არსებული შეთანხმებების დასრულება კი 17 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.