ესტონეთი რუსეთთან საზღვარს სულ მცირე ექვსი თვით ჩაკეტავს
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 1-ელი დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს სულ მცირე ექვსი თვით ჩაკეტავს.
მთავრობის განცხადებით, “ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მხრიდან ესტონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე“.
„ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მხრიდან ესტონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე. მიმდინარე წელს ესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებზე ორი თავდასხმა მოხდა; შიდა უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ორივე შემთხვევის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ“, — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტალინმა საზღვრის ჩაკეტვა მიმდინარე კვირას დააანონსა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ესტონური თავდაცვის კომპანიის ობიექტზე გაჩენილი ხანძარი, რასაც მთავრობა სავარაუდო დივერსიად აფასებს და მოსკოვს ადანაშაულებს. თავდაპირველად უცნობი იყო, რა ვადით დაიხურებოდა სასაზღვრო პუნქტები.