ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა დაამტკიცა - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
- ცნობილია, რომ ევროკავშირი „ევროპის მშვიდობის ფონდის“ (EPF) ფარგლებში უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების ლეტალურ და არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს.
დახმარება დრონებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საბრძოლო მასალას, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რადარის სისტემებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს მოიცავს.
უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება 2027 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.