იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

08.07.26 10:10
იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის დაზვერვის სისტემაში ადრე დასაქმებული პირი. ამის შესახებ Reuters რომის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

გამოძიების ვერსიით, მთავარი ეჭვმიტანილი 59 წლის კარაბინერთა სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც წარსულში დაზვერვის სფეროშიც მუშაობდა. მას კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემასა და კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სისტემებზე უნებართვო წვდომას ედავებიან.

პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები მოქმედი სამხედროებისგან მიღებულ დაცულ ინფორმაციას რუს აგენტს აწვდიდნენ. Reuters-ის მიხედვით, ამ აგენტს იტალიაში დიპლომატიური იმუნიტეტი აქვს.

საქმეზე გამოძიება 2025 წლის მაისში დაიწყო. მის ფარგლებში კიდევ ხუთი პირია გამოძიების ქვეშ.

მსგავსი სიახლეები