მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული სამაჯურით მოუწევს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერს, მარინ ლე პენს, სააპელაციო სასამართლომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუნარჩუნა, თუმცა მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.
სასამართლომ ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების საქმეზე ლე პენისთვის განსაზღვრული სასჯელი შეამსუბუქა. პოლიტიკოსს ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული მონიტორინგის პირობებში შინაპატიმრობაში ყოფნა დაეკისრა.
ამავე გადაწყვეტილებით, ლე პენს არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრის აკრძალვის ვადაც შეუმცირდა, რის გამოც მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება.