აშშ-მა ირანში 90-მდე სამიზნეს დაარტყა - ცენტრალური სარდლობა

09.07.26 10:15
აშშ-მა ირანში 90-მდე სამიზნეს დაარტყა - ცენტრალური სარდლობა

აშშ-მა ირანში 90-მდე სამიზნეს დაარტყა - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მათივე განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი რაუნდი დაასრულეს.

როგორც ცენტრალური სარდლობა იუწყება, დარტყმების მიზანი იყო „კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობები თავს დაესხას კომერციულ გემებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მეზღვაურებს ჰორმუზის სრუტეში“.

აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაახლოებით 90 ირანულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას“, - წერს CENTCOM-ი X-ზე.