პოლონეთმა რუსული რაკეტებისა და დრონის ჩამოვარდნის შემდეგ Patriot-ის სისტემები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
პოლონეთმა რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. გადაწყვეტილება 20 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რუსული რაკეტისა და რეაქტიული დრონის ჩამოვარდნას მოჰყვა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა Х-101 ტიპის იყო. დანარჩენი ორი ობიექტის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ინციდენტის შემდეგ პოლონეთმა საბრძოლო ავიაციაც გაააქტიურა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური იერიში, რომელიც პოლონეთის ტერიტორიასაც შეეხო, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მომხდარს რუსეთის მხრიდან სავარაუდო მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.