ტრამპი: პუტინმა მითხრა, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში არ შეიჭრებოდა

21.11.26 10:12
ტრამპი: პუტინმა მითხრა, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში არ შეიჭრებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების სურვილი გამოთქვა.

ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს არ დაიწყებდა. მისი თქმით, ამ საკითხზე პუტინს პირადად ესაუბრა.

„მე ვკითხე პუტინს: „შეიჭრებოდი უკრაინაში, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“ მან მიპასუხა: „არა“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთი უკრაინასთან ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებით არის დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები