ბელგოროდში დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. 20 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთ მამაკაცს თავის არეში ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება, მეორეს კი - აკუსტიკური ტრავმა.
ამავდროულად, უკრაინულ ტელეგრამარხებში ვრცელდება ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში დრონების სამიზნე რუსეთის არმიის მომარაგებისთვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილებია. რეგიონში სატვირთო ავტომობილებზე დრონებით თავდასხმების შემთხვევებს რუსული წყაროებიც ადასტურებენ.