მედია: რუსეთში დრონებით თავდასხმების შემდეგ ტვერისა და სტავროპოლის მხარეში ნავთობის საწყობები იწვის

09.07.26 10:21
მედია: რუსეთში დრონებით თავდასხმების შემდეგ ტვერისა და სტავროპოლის მხარეში ნავთობის საწყობები იწვის

რუსეთის ტვერის ოლქსა და სტავროპოლის მხარეში მდებარე ქალაქ მიხაილოვსკის ნავთობბაზებს დრონებით დაარტყეს - უკრაინული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ნავთობბაზებს ხანძარი გაუჩნდა.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ხანძარი მიხაილოვსკში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობბაზას გაუჩნდა.

თავდასხმა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვმაც დაადასტურა.