სამაშველო ოპერაცია კიევში - რუსებმა კამიკაძე დრონებით მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაღუპულები

09.07.26 10:24
სამაშველო ოპერაცია კიევში - რუსებმა კამიკაძე დრონებით მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაღუპულები

ტანკების ნაცვლად კამიკაძე დრონები, სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა - რუსეთის საოკუპაციო არმიამ, უკრაინის დედაქალაქზე, 24 საათში ორი იერიში ერთსა და იმავე რაიონზე მიიტანა. 

დესნიანსკში რუსულმა დრონმა საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულები მოანგრია.

ვიტალი კლიჩკო ადასტურებს, რომ დაღუპულია 3 და დაშავებულია 14 ადამიანი, თუმცა ეს მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.  

მხოლოდ ივლისის თვეში კრემლმა კიევში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა, პარალელურად კი, ხარკოვში, რუსული რაკეტის პირდაპირი მოხვედრით, საცხოვრებელი სახლი დაინგრა - დაზარალებულია  40-ზე მეტი მოქალაქე.