აშშ-მა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე მეშჰედში მიმავალი ხიდები დაბომბა - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
აშშ-მა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქ მეშჰედში მიმავალი ხიდები დაბომბა - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დარტყმების შემდეგ თეირანსა და მეშჰედს შორის მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
- ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის დარტყმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 78 დაშავდა.
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის დღეს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.