დიდ ბრიტანეთში ყოფილი მაღალჩინოსანი, ენ უიდიკომბი მოკლეს
დიდ ბრიტანეთში ყოფილი მაღალჩინოსანი, კონსერვატორი პოლიტიკოსი, პარტია "რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის" ენ უიდიკომბი მოკლეს - როგორც მედია წერს, უიდიკომბი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას მრავლობითი მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 26 წლის თეთრკანიანი ბრიტანეთის მოქალაქეა. ის ქალაქ ნიუტონ-აბოტში დააკავეს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, უიდეკომბის საცხოვრებელი ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
ენ უიდეკომბი 1992-1997 წლებში, ჯონ მეიჯორის კონსერვატიულ მთავრობაში, უმცროსი მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მოგვიანებით ნაიჯელ ფარაჯის პარტია Reform UK-ში იმიგრაციისა და მართლმსაჯულების საკითხების სპიკერი იყო.