დრონებით შეტევა რუსეთზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები
უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე თავდასხმა განხორციელდა.
ირკვევა, რომ იერიშის სამიზნე გახდა სტავროპოლის მხარეში მდებარე სამრეწველო ზონა, სადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 350-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის რეგიონისკენ მიფრინავდნენ.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა კი განაცხადა, რომ ქალაქ ისტრაში, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა
გარდა ამისა, მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში დრონი მრავალსართულიან შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
თავდასხმის შედეგად ორი სახლი დაზიანდა სოფელ ბაბკინოშიც.