უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

14.07.26 10:41
უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა -  არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას ისახავს.

ახალ სამხედრო გაერთიანებაში შედის გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვედეთი და უკრაინა.

​„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ფლაგმანურ პროექტს, რომელიც მიმართულია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პოტენციალის ოპერატიული განვითარებისკენ"- ნათქვამია ლიდერების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება 13 ივლისს, პარიზში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაჟღერდა. საერთაშორისო შეხვედრას, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, 25-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ახალი ალიანსის დაფუძნებით ევროპამ მკაფიო არჩევანი გააკეთა უკრაინის დაცვასა და კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

მსგავსი სიახლეები