მედია: ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად შესული 50 000-მდე მიგრანტიდან დაახლოებით 48 000 მაროკოში დააბრუნეს

31.07.26 23:10
მედია: ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად შესული 50 000-მდე მიგრანტიდან დაახლოებით 48 000 მაროკოში დააბრუნეს

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად შესული 50 000-მდე მიგრანტიდან დაახლოებით 48 000 უკვე დააბრუნეს მაროკოში. 

  • მანამდე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სეუტაში ბოლო 24 საათში, საერთო ჯამში, 50 000 მიგრანტი ჩავიდა.
  • მიგრაციული კრიზისის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედროები გაგზავნა.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, მაროკოდან სეუტაში ცურვით გადასვლის მცდელობისას სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა.

მანამდე, ესპანეთი და მაროკო შეთანხმდნენ, დააჩქარონ ანკლავში არალეგალურად შესული მიგრანტების დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები