ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს - Politico

02.08.26 10:10
ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს - Politico

ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერმა ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერების წერილით მიმართ, სადაც ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკეს, რომელიც, მათი თქმით, ძირს უთხრის ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოებას.

მათი თქმით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის 1.2 მილიონამდე არალეგალური მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამ, როგორც “მიმზიდველმა ფაქტორმა”, სეუტას ანკლავში კრიზისი გაამწვავა.

 

“ვალდებულება გვაქვს ეფექტიანად შევაკავოთ და დაუღალავად ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას ჩვენი ქმედებების კოორდინირებით, ჩვენი გარე საზღვრების გაძლიერებით და ყველა იმ პოლიტიკის განხილვით, რომლებიც შეიძლება მიმზიდველ ფაქტორებად იქცეს, როგორიცაა ძალიან დიდი რაოდენობის არალეგალური მიგრანტების რეგულარიზაცია…

არ შეგვიძლია დავუშვათ საზღვრების მასობრივი კვეთა, მიგრაციის ინსტრუმენტად გამოყენება და სხვა ჰიბრიდული საფრთხეები იმ წარმოადგენის შესაქმნელად, რომ ევროკავშირში უკანონო შესვლა შესაძლებელია. რომ მიგრანტის უკანონო შესვლა შეიძლება კანონიერ დარჩენად იქცეს,” - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ არსებული საფრთხეების ფონზე ისინი მზად არიან ხელახლა შემოიღონ და გააძლიერონ “დროებითი სასაზღვრო კონტროლი” ევროკავშირის ტერიტორიაზე.