აშშ შეეცდება, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები განაახლოს - რუბიო
შეერთებული შტატები „უახლოეს კვირებში“ შეეცდება იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, ამერიკული მხარე ორივე ქვეყნის მკვეთრად განსხვავებული პოზიციების „წითელი ხაზების“ დაახლოებას შეეცდება.
რუბიოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ძალისხმევის განხორციელებას აპირებს აშშ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სპეციალური საპრეზიდენტო წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აგვისტოში კიევს პირველად ეწვევიან.