სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

02.08.26 10:56
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ორ ადგილას გაჩნდა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ სარატოვსა და ენგელსში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ასევე აფეთქებების ხმა ისმოდა სამხედრო აეროდრომ „ენგელს-2“-ის მახლობლად.