„როიტერი“ - ძლიერი ქარი საბერძნეთში ტყის ხანძრის კერების ლიკვიდაციას აფერხებს

02.08.26 10:24
„როიტერი“ - ძლიერი ქარი საბერძნეთში ტყის ხანძრის კერების ლიკვიდაციას აფერხებს

საბერძნეთში, მათ შორის ათენის მიმდებარე ტერიტორიებზე, ძლიერი ქარი რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრების სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს და სალიკვიდაციო სამუშაოებს აფერხებს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის გავრცელების ადგილზე ფართომასშტაბიანი ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციები მიმდინარეობს და მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

ცნობისთვის, ევროპა მიმდინარე ზაფხულს ტყის ხანძრების მასშტაბურ ტალღას ებრძვის, რასაც რეკორდულად მაღალი ტემპერატურის რამდენიმე ტალღა და ნალექის სიმცირე უძღოდა წინ. საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრებმა არაერთი სოფელი გაანადგურა, ხოლო ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები და დასასვენებელი ადგილები დაეტოვებინა.

საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების ჩატარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.