უნგრეთი, 44 წლის შემდეგ პირველად, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ხურავს

02.08.26 13:38
უნგრეთი, 44 წლის შემდეგ პირველად, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ხურავს

უნგრეთი, 44 წლის შემდეგ პირველად, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ხურავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მადიარმა დაწერა.

მისი თქმით, მიზეზი დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნაა.

პარალელურად, ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, უახლოეს მომავალში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, განსაკუთრებით საღამოს პიკის პერიოდში, საღამოს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე