ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

02.08.26 16:04
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განკარგულება უკვე გამოსცა.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

ცნობისთვის, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ.