უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბა

03.08.26 10:32
უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე. ეპიცენტრი ამჯერად ვლადიმირის ოლქი იყო.

სობინსკის რაიონში მდებარე საწყობების ტერიტორიაზე მასშტაბურ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. 

რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.

Wildberries-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საწყობმა მუშაობა შეაჩერა.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებს 18 ივლისიდან უტევენ.