რუსეთის პატრიარქმა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა

03.08.26 10:45
რუსეთის პატრიარქმა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა

რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა -სასულიერო პირმა თქვა, რომ რუსეთზე ღვთის მადლი ბომბზე მომუშავე "მეცნიერების, ინჟინრებისა და მუშების შრომით" გამოვლინდა. 

პატრიარქ კირილის მტკიცებით, შემთხვევითობა არაა, რომ რუსეთში ატომური ბომბი სწორედ საროვში შეიქმნა, სადაც წმინდა სერაფიმე საროველი ლოცულობდა.

"მრავალი წლის განმავლობაში ამ წმინდა სავანეში არ იყო ადგილი, სადაც ლოცვა შეიძლებოდა. აქ არსებობდა სეკულარული დაწესებულებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერს კარგს, კეთილს და მართალს, მათ შორის ქრისტიანულ, მართლმადიდებელ მრწამსსაც უპირისპირდებოდა. თუმცა, ისტორიამ აჩვენა, რომ სწორედ ასეთ ადგილას დაიწყო ჩვენი სამშობლოს ფარის ჭედვა. 

მეცნიერებმა, რომლებიც აქ, საროვში, მუშაობდნენ, ჩვენი რუსული ატომური ბომბი შექმნეს, რომელმაც შეაჩერა ჩვენი მტრის ზრახვები, გაენადგურებინა და დაემონებინა ჩვენი სამშობლო. ამგვარად, აქ მომუშავე მეცნიერების, ინჟინრებისა და მუშების შრომით გამოვლინდა ღვთის მადლი და წყალობა ჩვენს ქვეყანაზე. სრულად ცხადია, არაა დამთხვევა, რომ სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობდა სამეცნიერო გამოკვლევები და საინჟინრო სამუშაოები, რომლებმაც იხსნა ჩვენი ერი და ქვეყანა საზარელი განადგურებისგან, რომლის შედეგადაც შესაძლოა არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენს ერს აღარ ეარსება". - თქვა კირილმა  1 აგვისტოს, წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, წმინდა სამების სერაფიმე-დივეევოს დედათა მონასტერში წირვის აღსრულების დროს.