რუსეთში შეტევა იყო უნივერსიტეტზე, სადაც დრონებს აპროექტებენ

03.08.26 10:49
რუსეთში შეტევა იყო უნივერსიტეტზე, სადაც დრონებს აპროექტებენ

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი ASTRA ავრცელებს.

ირკვევა, რომ ხანძარი ბელგოროდის შუხოვის სახელობის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (БГТУ) გაჩნდა. უნივერსიტეტში უპილოტო საფრენ აპარატების აწყობა და დატესტვა ხდებოდა.

БГТУ-მა შეიმუშავა დრონების მართვის ავტომატიზირებული სისტემა Milandr მიკროპროცესორზე დაყრდნობით. უნივერსიტეტში ამტკიცებენ, რომ მისი გამოყენება დაგეგმილი იყო „სამოქალაქო მიზნებისთვის“, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების, გათბობის ქსელების მონიტორინგისა და აეროფოტოგრაფირებისთვის.

მსგავსი სიახლეები