ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - ესმაილ ბაღაის ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს.
მისი თქმით, ირანი ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველსაყოფად.
„ჰორმუზის სრუტე არ არის დაკეტილი ირანსა და ომანს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჰორმუზის სრუტე პრობლემების წინაშე დგას აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის გამო“, - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმება მას ისეთმა მოკავშირეებმა სთხოვეს, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და თავად ირანი.