ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის სრულად მოხსნა და უარი ბირთვულ შეიარაღებაზე - რა შემთხვევაში შეწყვეტს აშშ ირანთან ომს
პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დღეს განახლდა. ეს განცხადება სულ რაღაც ორ დღეში გააკეთა მას შემდეგ, რაც ის ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური ახალი დარტყმებით დაიმუქრა.
ზუსტად 2 დღეში პრეზიდენტი ტრამპი ჟურნალისტებთან ახალ განცხადებას აკეთებს და მუქარის ტონს ცვლის. ირწმუნება, რომ თეირანიდან შეთანხმების სიგნალი მიიღო, მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთში კი შტატებს დროებით თავდასხმების შეჩერება სთხოვეს, მათ შორის იყო, საუდების დინასტიის კრონ პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი.
ამერიკას ირანთან მოლაპარაკება 2 საკითხზე უნდა: ჰორმუზის სრუტის სრული განბლოკვა და ბირთვულ შეიარაღებაზე სრულად უარის თქმაა. მოლაპარაკებების განახლება კითხვის ნიშნებს იწვევს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აიათოლების რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება უარყო. ისმაილ ბაღაი მხოლოდ ომანთან დიალოგს ადასტურებს, ჰორმუზის სრუტეში სანაოსნო გზების განსაზღვრაზე.