რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციას ამზადებს -ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციას ამზადებს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ინფორმაცია რუსული დოკუმენტებით დასტურდება.
იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს - ოლეგ ივაშჩენკოს - ანგარიში რუსული მობილიზაციის მომზადების თაობაზე. ყველაფერი დასტურდება შიდა რუსული დოკუმენტებით - ისინი მას შემოდგომისთვის ამზადებენ, ზუსტად საპარლამენტო არჩევნების იმიტაციის შემდეგ.
პუტინს არც თუ ისე რთული გეგმა აქვს: ილუზიის შექმნა სურს, თითქოს რუსები მხარს უჭერენ ომს - ვინაიდან ყველა პარტია, რომელიც ჯერ დაშვებულია, ასე თუ ისე მშვიდობის წინააღმდეგაა. შემდგომ, ე.წ. არჩევნების შემდეგ, გეგმავს წლის ბოლომდე რამდენიმე ასობით ათასი რუსის სწრაფ მობილიზაციას, პლუს კიდევ მაგდენის შემდეგ წელს,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებიდან პარტია “იაბლოკოს” მოხსნა პუტინის სურვილს ადასტურებს, რომ არ დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.