ტრამპმა დაადასტურა, რომ თავდასხმის საფრთხის გამო, ნატოს სამიტის დატოვებისას თვითმფრინავი ფარულად შეცვალა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან შეცვლილი თვითმფრინავით დაბრუნდა.
მე ირანისთვის ნომერ პირველი სამიზნე ვარ“მათ უნდოდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით მეფრინა. მე უბრალოდ უნდა გავაკეთო ის, რასაც მეუბნებიან“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში თურქეთიდან საიდუმლო სამხედრო რეისით დატოვა ქვეყანა მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
Washington Post-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, ტრამპი ანკარაში გამართული ნატო-ს სამიტიდან არა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არამედ სხვა, სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდა. მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ამის მიზეზი ირანის მხრიდან მისი ლიკვიდაციის მცდელობის საშიშროება იყო.
მედიამ გაარკვია, რომ ტრამპი ერთი თვითმფრინავიდან მეორეში კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს. ეს უჩვეულო ოპერაცია კი მედიის ცნობით, ირანის მხრიდან მისი მკვლელობის საფრთხემ განაპირობა.
ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გასროლის სარწმუნო საფრთხე დააფიქსირა.