უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის უმსხვილეს, უსტ-ლუგის პორტზე დრონებით შეტევა მიიტანეს

14.08.26 12:21
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის უმსხვილეს, უსტ-ლუგის პორტზე დრონებით შეტევა მიიტანეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი შეტევა განახორციელეს. სამიზნეებს შორის იყო ბალტიის ზღვაზე რუსეთის უმსხვილესი, უსტ-ლუგის პორტი, რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს.

ინფორმაცია დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მისი თქმით, დრონებით შეტევის შედეგად უსტ-ლუგის პორტში ხანძარია.

თუმცა, დროზდენკომ დაწერა, რომ  „უსტ-ლუგის პორტში შეტევის ყველა შედეგი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის”.

გუბერნატორის თანახმად, ლენინგრადის ოლქში 51 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. სხვა წყაროებით ეს მონაცემები დადასტურებული არ არის.

14 აგვისტოს შეტევის შედეგების შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.