“ლუკოილის“ პერმის ქარხანაზე დრონებით შეტევა განხორციელდა

21.08.26 11:32
“ლუკოილის“ პერმის ქარხანაზე დრონებით შეტევა განხორციელდა

21 აგვისტოს,  რუსეთის ქალაქ პერმზე, სადაც „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

Telegram-არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სწორედ პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

პერმის მხარის ხელისუფლებამ დრონების თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უპილოტო აპარატების შეტევას იგერიებენ.

დრონების თავდასხმა დაადასტურა პერმის მხარის ტერიტორიული უსაფრთხოების სამინისტრომაც .

Astra-ს ცნობით, პერმის აეროპორტმა ავიაფრენები დროებით შეაჩერა.