დასავლეთ ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა - ავიაკატასტროფა ბორტზე მყოფი 8 ადამიანი ემსხვერპლა

21.08.26 12:30
დასავლეთ ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა - ავიაკატასტროფა ბორტზე მყოფი 8 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა მოხდა დასავლეთ ალასკაში - დისტანციური რადარის სადგურთან ახლოს ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა.

Associated Press-ის ცნობით, სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონის ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა, განაცხადა, რომ ჩარტერული რეისის ბორტზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციის თანახმად, Cessna 441-ის ტიპის თვითმფრინავი ანკორიჯიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 450 მილის დაშორებით მდებარე კეიპ ნიუენჰემისკენ მიემართებოდა, როდესაც დანიშნულების ადგილთან ახლოს ჩამოვარდა.

კატასტროფის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) ჩაატარებენ.