სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, კრივი-რიჰში დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
რუსების მიერ სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად, კრივი-რიჰში დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, მათ შორის ექვსი ბავშვია, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ასეთი თავდასხმები ტერორისტული აქტებია," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.