უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში მდებარე „ოზონის“ საწყობი კამიკაძე დრონებით დაბომბა

22.08.26 10:19
უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში მდებარე „ოზონის“ საწყობი კამიკაძე დრონებით დაბომბა

ვაილდბერისის შემდეგ ოზონიც - კიდევ ერთი რუსული გიგანტის, მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი სამარაში დრონებით აფეთქეს. ეს არის „ოზონის“ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის ძალების მხრიდან პირველი ასეთი მასშტაბური იერიში.

„ოზონის“ საწყობიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ორი უმსხვილესი სამხედრო-თავდაცვითი საწარმო მდებარეობს, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალებს აწარმოებენ.

პარალელურად,  უკრაინელებმა იერიში მიიტანეს სამარის მიმდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც.

„ოზონის“ და „უაილდბერიზის“ საწყობები რუსეთის სამომხმარებლო ეკონომიკის  ხერხემალია. მათი ნგრევა კი არღვევს მიწოდების ჯაჭვებს და შიდა ეკონომიკასაც.