"მსურველთა კოალიცია" უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში შეიკრიბება
კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, „მსურველთა კოალიციის“ 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა გაიმართება ეს ჯგუფის მესამე შეკრება იქნება უკრაინის დედაქალაქში.
შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება, მონაწილეთა უმრავლესობა შეხვედრას ონლაინ ჩაერთვება.
კიევს ეწვევიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრი ლუკ ფრიდენი.
რაც შეეხება მიზნებს: პირველი ეს უსაფრთხოების გარანტიებია უკრაინისთვის, ისაუბრებენ სამხედრო წვრთნების შესახებ, რომელსაც შემოდგომაზე პოლონეთი უმასპინძლებს და ასევე განიხილავენ ძალების განთავსების საკითხებსაც.