ბერლინთან ახლოს სავარაუდოდ „რუსი აგენტებისთვის“ განკუთვნილი იარაღის სამალავი აღმოაჩინეს
გერმანული მედიის ცნობით, უსაფრთხოების სააგენტოებმა ბერლინთან ახლოს იარაღის სამალავი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მოთხოვნით შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემები Spiegel და Süddeutsche Zeitung წერენ.
კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ ოფისს ეჭვი აქვს, რომ ტყეში სამალავი რუსული დაზვერვის დაკვეთით შეიქმნა. მათ, სავარაუდოდ, თავდასხმები და მკვლელობები უნდა მოეწყოთ იარაღის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებზე, რუს ოპოზიციონერებსა და უკრაინის მხარდამჭერებზე.
გენერალური პროკურატურა იძიებს, თუ ვის უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი სერიოზული ძალადობრივი აქტის დაგეგმვა.