მაშველები კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ
მაშველები კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელი წერს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთის მიერ დრონების თავდასხმის შედეგად 16 დაღუპულის და 130 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. პრეზიდენტის თქმით, 9 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი ჩამქრალია.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა საღამოს და ღამით უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები განახორციელა. კიევში ბალისტიკური რაკეტების დარტყმებმა რკინიგზის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმა გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განახორციელეს.