ზელენსკიმ ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსული „სუ-24მ“ თვითმფრინავის განადგურება დადასტურდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსული „სუ-24მ“ თვითმფრინავის განადგურება დადასტურდა.
ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სამარის რეგიონში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე.
პრეზიდენტის თქმით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1000 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთისთვის ექსპორტიდან შემოსავალს გამოიმუშავებს, რომელიც ომის დასაფინანსებლად გამოიყენება.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა გენერალურმა შტაბმაც დაადასტურა.