სიბიგა ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის ჩამოსვლას ელოდებიან

22.08.26 16:30
სიბიგა ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის ჩამოსვლას ელოდებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით,უკრაინაში ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის ჩამოსვლას ელოდებიან.  სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს.

  • უკრაინული მედიის ცნობით, სიბიგამ ეს განცხადება კიევში, გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„სამშვიდობო ძალისხმევის მხრივ, მაქსიმალური გააქტიურება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამჟამად პაუზის ფაზაში ვართ. ამერიკული მხარის უფრო აქტიური მონაწილეობა გვჭირდება. მივესალმებით ასეთ მონაწილეობას, მივესალმებით ამერიკის ლიდერობას, რადგან ამერიკელების, შეერთებული შტატების გარეშე, ამ სიტუაციაში პროგრესისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.

უკრაინას აქვს იდეები, მათ შორის კრეატიული, ამ პროცესის მაქსიმიზაციისთვის. ჩვენ ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის ჩამოსვლას ველოდებით", - განაცხად სიბიგამ. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში მათი ბოლო შეხვედრის დროს განიხილა.

 

მსგავსი სიახლეები