უკრაინის გენშტაბი: უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყა
22 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ეისკის ნავთობტერმინალში, საწვავისა და საპოხი მასალების შესანახ ავზებს ცეცხლი გაუხსნეს, რამაც ობიექტში ხანძარი გამოიწვია.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ობიექტისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები დგინდება.
გენერალური შტაბის მონაცემებით, პორტის სატვირთო ტერმინალები ყოველწლიურად დაახლოებით 6.8 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებენ და ობიექტი რუსეთის არმიის მომარაგებით არის დაკავებული.
- ცნობისთვის, უკრაინულმა დანაყოფებმა იერიში რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზეც მიიტანეს.