საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და „კოკა-კოლას“ მხარდაჭერით, საქართველო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
საქართველო ახალგაზრდული ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე TEN-PRO Global Junior Tour-ის ფარგლებში „საქართველოს თასი“ იმართება. ტურნირში 10-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩოგბურთელები მონაწილეობენ. TEN-PRO-ს ოფიციალური ინფორმაციით, შეჯიბრება შვიდ ასაკობრივ კატეგორიაში - U10-დან U16-ის ჩათვლით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირი ახალგაზრდა სპორტსმენებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ასპარეზობის შესაძლებლობას აძლევს. თავად TEN-PRO Global Junior Tour-ის ქსელი მსოფლიოს 136 ქვეყნის 4 000-ზე მეტ შერჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეს აერთიანებს.
ტურნირის მხარდამჭერებს შორისაა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, რომელიც საქართველოში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ პროექტებში წლებია მონაწილეობს.