რუსეთში საწვავის დეფიციტი მწვავდება - კრიზისია მოსკოვშიც
რუსეთში საწვავის დეფიციტი მწვავდება - პრობლემა უკვე მოსკოვშიც თვალსაჩინოა. BBC-ის რუსეთის რედაქტორის, სტივ როზენბერგის რეპორტაჟის მიხედვით, დედაქალაქის არაერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი აღარ არის, იქ კი, სადაც ბენზინი ჯერ კიდევ იყიდება, მძღოლებს 2-2.5 საათის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა. ერთ-ერთ სადგურთან როზენბერგმა დაახლოებით 80 ავტომობილი დათვალა.
საწვავის პრობლემას ადასტურებს Reuters-იც. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში რიგები ზოგიერთ შემთხვევაში კილომეტრამდეა გადაჭიმული, ნაწილმა სადგურებისა მუშაობა შეწყვიტა, ზოგიერთში კი მხოლოდ დიზელია ხელმისაწვდომი. რუსეთის ხელისუფლებამ დეფიციტის შესამსუბუქებლად საწვავის ექსპორტი შეზღუდა და ნავთობპროდუქტების იმპორტიც დაიწყო. კრიზისის მიზეზებს შორის სახელდება როგორც სეზონურად გაზრდილი მოთხოვნა, ისე უკრაინის დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
როზენბერგის რეპორტაჟში აღწერილია, რომ საწვავის ძებნა მოსკოველებისთვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა — მძღოლები ერთი სადგურიდან მეორეზე გადადიან და ზოგჯერ რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც ბენზინის გარეშე რჩებიან.