უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ირინა მუდრას 20 მილიონი გრივნის ოდენობის საპატიმრო გირაო შეუფარდა

25.08.26 13:48
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ირინა მუდრას 20 მილიონი გრივნის ოდენობის საპატიმრო გირაო შეუფარდა

უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ირინა მუდრას აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღით პატიმრობა შეუფარდა, 20 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით.

მუდრამ განაცხადა, რომ გირაოს საჭირო თანხის შეგროვებას შეეცდება: "დავუკავშირდები ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს და ვეცდები თანხების მოძიებას". 

როდესაც ჰკითხეს როდესაც ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა მის მეგობრებს 20 მილიონი გრივნა, მუდრამ უპასუხა, რომ 17 წელია მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში "საკმარისი კონტაქტები" დაამყარა.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად მუდრას სახლსა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ოპერაცია "ფორესტ გამპის" მიმდინარეობისას სქემა გამოავლეს, რომლის ფარგლებშიც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებმა Sense Bank-ის მეშვეობით 150 მილიონი გრივნას უკანონო ლეგალიზაცია (გათეთრება) მოახდინეს და „მიდასის“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ჰერმან გალუშჩენკოს გირაო შეიტანეს. ჰერმან გალუშჩენკოს 150 მილიონი გრივნას ოდენობით გირაო ივნისის ბოლოს გადაუხადეს.