ნეპალსა და ტიბეტის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა - დაკარგულად ითვლება 826 ადამიანი

27.08.26 10:05
ნეპალსა და ტიბეტის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა - დაკარგულად ითვლება 826 ადამიანი

ნეპალსა და ტიბეტის რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული სამასახურის ცნობით, ამ დროისთვის, წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ითვლება 826 ადამიანი. 

სააგენტოს ცნობით, ეს რიცხვი მოიცავს უსაფრთხოების ძალებს, ტურისტებს და მოქალაქეებს.

დაკარგულ ტურისტთა რიცხვი, სავარაუდოდ, 529-ს აჭარბებს - მათ შორის, აშშ-ის, ინდოეთის, ავსტრალიის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურისა (USGS) და ადგილობრივი უწყებების ცნობით, ტრაგედია მაღალმთიან ზონაში მყინვარული მასისა და კლდეების მოწყვეტამ (ყინულის ზვავმა) გამოიწვია, რამაც მდინარე ბჰოტე კოშის ხეობაში მძლავრი ღვარცოფული ტალღა წარმოქმნა.

სტიქიურმა ნაკადმა გზად საცხოვრებელი სახლები, საკურორტო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო მაგისტრალები გაანადგურა.

სტიქიის ზონაში ჩაწყვეტილია საგზაო კავშირი და განადგურებულია ძირითადი ხიდები. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ათზე მეტი ჰიდროელექტროსადგური, რის გამოც შეფერხებულია ელექტრომომარაგება და კომუნიკაცია. რთული რელიეფისა და დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ექსტრემალურ პირობებში, ძირითადად სამხედრო და სამაშველო ვერტმფრენების მეშვეობით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები