ზელენსკი შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალთან ერთად ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალთან, მიხაილ დრაპატისთან ერთად ფრონტის ხაზზე, ალექსანდროვკის მიმართულებაზე იმყოფებოდა.
ლიდერები ადგილზე შეხვდნენ მე-80 და 95-ე სადესანტო-შტურმული ბრიგადების მებრძოლებს, რომლებსაც სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს.
ფრონტზე გამართული სამუშაო შეხვედრის დროს მხარეებმა თავდაცვის გაძლიერების კონკრეტული საჭიროებები განიხილეს.
მეთაურებთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, არის კონკრეტული მოთხოვნები - დრონებით უზრუნველყოფა, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის და რადარების საჭიროება, ბრიგადების პირდაპირი დაფინანსება და მებრძოლების მომზადება. ჩვენი დამცველები მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ," - განაცხადა ზელენსკიმ.