"მხარდაჭერის ყოველი ჟესტი მნიშვნელოვანია" - ზელენსკიმ ათეულობით სახელმწიფოს და მათ შორის საქართველოს მადლობა გადაუხადა

27.08.26 12:11
"მხარდაჭერის ყოველი ჟესტი მნიშვნელოვანია" - ზელენსკიმ ათეულობით სახელმწიფოს და მათ შორის საქართველოს მადლობა გადაუხადა

"მხარდაჭერის ყოველი ჟესტი მნიშვნელოვანია" - დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ათეულობით სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა, სიაში საქართველოც მოხვდა.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს დაურთო ფოტოკოლაჟი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის სიმბოლური შენობები უკრაინის დროშის ფერებშია განათებული, მათ შორისაა მხარდაჭერის ნიშნად განათებული თბილისის ანძაც. 

მადლიერი ვარ არგენტინის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, ევროპის საბჭოს, ჩეხეთის, ეკვადორის, ევროკავშირის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, ერაყის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, იორდანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ფილიპინების, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ტაილანდის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ვიეტნამის.

მხარდაჭერის ყოველი ჟესტი მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავზე თქვენ უკრაინასა და უკრაინელებზე ფიქრობდით," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები