წყალდიდობა ნეპალში - დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

27.08.26 16:57
წყალდიდობა ნეპალში - დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა - 900-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ტიბეტში დადასტურებულია 3 ადამიანის გარდაცვალება, სულ მცირე 558 კი დაკარგულად ითვლება.

მაშველები ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებამდე მისვლას ცდილობენ და ამ დროისთვის ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

 

მსგავსი სიახლეები