მედია: სანქტ-პეტერბურგში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

27.08.26 16:58
მედია: სანქტ-პეტერბურგში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სანქტ-პეტერბურგში მანქანის აფეთქების შედეგად რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, მანქანაში იმყოფებოდა რუსი სამხედრო მოსამსახურის მეუღლეც. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

როგორც Агентство წერს, აფეთქება იმ მიკრორაიონში მოხდა, სადაც სამხედროებისთვის საცხოვრებელი ფართები შენდება.